logo
ENG



TASS - რუსეთში, ფსკოვის რეგიონში "ამოუცნობი ობიექტი" ჩამოაგდეს

01 სექ 202310:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/01/aaixe8lgoqd1inh.jpg

რუსული სამთავრობო სააგენტო, TASS იუწყება, რომ ფსკოვის ცაზე "ამოუცნობი ობიექტი" აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია ფსკოვის ოლქის გუბერნატორმა მიხაილ ვედერნიკოვმა ტელეგრამის არხზე განაცხადა.

მისი თქმით, მიღებულ იქნა შესაბამისი ზომები ობიექტის გასანეიტრალებლად.

"საჰაერო სივრცის კონტროლის ერთ-ერთი პუნქტის დამკვირვებლებმა ცაში იპოვეს ერთი ამოუცნობი ობიექტი. ხმელეთზე არანაირი შედეგი არ არის“, - ნათქვამია გუბერნატორის მოხსენებაში.

TASS ასევე იუწყება, რომ ამ დროისთვის რეგიონში არ ისმის სროლის ხმა და არც საჰაერო თავდაცვის ოპერაციის ნიშნებია, ხოლო აეროპორტის მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა გადაკეტილი არ არის.


close დახურვა